საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
"ჩემი მთავარი ამოცანა იქნება სწორედ საზოგადოების შეკვრა, საზოგადების სიფხიზლე და რაც მთავარია, პოლიტიკური ბრძლის გაგრძელება იმისთვის, რომ ჩვენთან არასდროს მოხდეს კურსის შებრუნება. ყველას, ვისთვისაც ეს იდეალები არის ძვირფასი, ვისაც აქვს გამოცდილება, წარსულში დადასტურებული, რომ ამისთვის აქვთ ნაბიჯები გადადგმული, ყველაში ვეძებთ პარტიორებს“ _ განაცხადა ალასანიამ გადაცემა "არჩევანში".
წამყვანის კითხვაზე, "ყველაში" იგულისხმება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ "პარტნიორებს ყველაში ხედავს".
მისივე თქმით, ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უვლია, ვისაც ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება და გადადგმული აქვს ნაბიჯები.