დღეს 11 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო. სხდომათა დარბაზში გაირკვა, რომ შეხვედრა 30 წუთის დაგვიანებით დაიწყებოდა. "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, რომ გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, მის მოადგილეს დიმიტრი კვერღელიძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ხვდებოდა. შეხვედრა 10 წუთი გაგრძელდა. რის შემდეგ ბიუროს სხდომა დაიწყო.
"გურია ნიუსს" ამ ფაქტთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორმა განუცხადა, რომ ასეთი სახის სახის შეხვედრები ხშირად ხდება. ეს არის მუდმივი პროცესი და აქ არაფერია საგანგაშო.
_ ეს შეხვედრა უკავშირდება თუ არა გუშინ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს?
_რა თქმა უნდა, არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა. აქ არაფერ შუაში არ არის გუშინ განვითარებული მოვლენები.