თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ მინდია ჯენელიძეს, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობდა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ბოლო დეკლარაცია 2014 წლის მარტში აქვს შედგენილი.
მინდია ჯანელიძეს ჰყავს მეუღლე ეკატერინე ჯანელიძე და 3 შვილი: თეიმურაზი, მარიამი და მათე ჯანელიძეები.
დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ჯანელიძის საკუთრებაშია თბილისში, ჩარგლის ქუჩა- 79, ბ. 20, 115.00 კვ.მ.
ფართობის ბინა და ამავე მისამართზე 20.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი. მინდია ჯანელიძე ასევე ფლობს მოსკოვის გამზირზე 72.00 კვ.მ ფართობი ბინის 100%-იან წილს. მის მეუღლეს, ეკატერინე ჯანელიძეს ზ.ფალიაშვილის 1/3 -ში აქვს 90.00 კვ.მ
ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.
მინდია ჯანელიძეს ჰყავს 2002 წელს გამოშვებული mersedes benz ML 320, ხოლო მეუღლეს – 2013 წლის SUZUKI sX4 s-cross.
2014 წლის მარტში ჩაბარებული დეკლარაციის დროს მინდია ჯანელიძეს სახელფასო ანაგრიშზე "თი-ბი-სი" ბანკში ჰქონდა 2400.00 GEL დებეტი(-), ამავე ბანკში 100.00 GEL კრედიტი(+). მეუღლე ეკატერინე ჯანელიძეს "თი-ბი-სი" ბანკში ჰქონდა 500.00 GEL დებეტი(-) სახელფასო ანგარიში.
რაც შეეხება ჯანელიძეების ოჯახის სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჯანელიძის მეუღლე შპს "თრეველ პორტის" დირექტორია და საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 19500.00 GEL რაოდენობის შემოსავალი (შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია შევსებულია 13/03/2014).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი.
92566.00 ლარია, ხოლო მისი მეუღლის "შპს თრეველ პორტის".
დირექტორობისას – 3250.00 ლარი.
მინდია ჯანელიძეს საქართველოს ბანკში, 20/04/2014 – 20/04/2024 პერიოდში, დასაფარი აქვს 69000.00 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკური სესხი, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი გასავალი იყო 12000.00 აშშ დოლარი. დეკლარაციის ამავე გრაფაში მეუღლეს, ეკატერინე ჯანელიძეს იჯარის შემოსავლი 12000.00 ლარი უფიქსირდება.