საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად რჩება.
"ევროინტეგრაცია მთავრობის დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. მანკიერი პრაქტიკა რომ არ დაველოდოთ გამოძიებას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, _ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისვლისას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.