დღეს ოზურგეთში "ალეგრობა-ოზურგეთობის" დღესასწაულზე სოლო კონცერტს გამართავს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". კონცერტი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატულ თეატრში 16:00 საათზე დაიწყება.
გიორგი დონაძე, "ბასიანის" სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალპროფესიული დონის მქონე გუნდების მოგზაურობარეგიონებში, რათა მოხდეს ჩვენი ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია არა მარტო ქვეყნის საზღვრებს გარეთ, არამედ მის ფარგლებშიც.
"გურია, როგორც მოგეხსენებათ, ქართული პოლიფონიის ცენტრია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ ოზურგეთში ძველ ქალაქურ დღესასწაულზე სახელმწიფოანსამბლ "ბასიანის" ჩასვლა და კონცერტის გამართვა", _ თქვა გიორგი დონაძემ.