გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას გამოძახილი რეგიონებშიც მოჰყვა. მათ შორის გურიაში, სადაც რამდენიმე თანამდებობის პირმა პარტია დატოვა.
მათ შორის იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე, რომელიც აწ უკვე ყოფილმა თანაპარტიელებმა შეთანხმების დარღვევაშიც კი დაადანაშაულეს.
იმავე დღეს საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელსაც კვერღელიძისგან განსხვავებით პარტია არ დაუტოვებია:
_ დასანიშნი კადრების სიას უშიშროების სამსახური რომ ცხრილავს და იქედან სასურველ კანდიდატურას ავტოკალმით ხაზავს. ეს არაა ბოლშევიკური მიდგომა? _ განაცხადა ზენაიშვილმა.
უყურეთ „კვირის თემას“ და გაიგეთ ვინ თქვა უარი ფასეულობებზე, ვინ მიდის რუსეთისკენ და ვინ ევროპისკენ.
ერთმანეთის პირისპირ _ დიმიტრი კვერღელიძე და ვახტანგ ზენაიშვილი.
გადაცემიდან გაიგებთ რაში ადანაშაულებს ვახტანგ ზენაიშვილი გურიის გუბერნატორს; ვის უგზავნიან მუნიციპალიტეტში დასანიშნი ადამიანების სიას; რატომ დატოვა კოალიცია გამგებლის მოადგილემ; რას ნიშნავს დამამცირებელი სამსახური დიმიტრი კვერღელიძისთვის; რატომ თქვა უარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხელფასების გაზრდაზე და რატომ გაემიჯნა პარტიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეგიონში თავად იყო.