მოსკოვის მერის მარატ ჰუსნულინის განცხადებით, რუბლის კურსის მკვეთრად დაცემის გამო, შეჩერდა მოლაპარაკებები ინვესტორებთან, რომლებიც მოსკოვში, მეტროს ახალი ხაზის მშენებლობას აპირებდნენ.
_ ქალაქის ხელისუფლებამ მშენებლობის ხარჯები რუბლებში იანგარიშა, ამიტომ სავალუტო ბაზარზე დღეს არსებული სიტუაციის გამო, ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული თანხები საკმარისი აღარაა, _ თქვა ჰუსნულინმა და დასძინა, რომ რუბლის კურსის დაცემის გამო, მომავალ წელს მოსკოვში ინვესტიციების მოცულობის შემცირება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 12 ნოემბრის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 45,95 რუბლს გაუტოლდა.