დაახლოებით ერთი საათის წინ, ურეკში, რკინიგზის გადასასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
დაბა ურეკის რწმუნებულის, დავით რობაქიძის ინფორმაციით, ავტობუსს თურქეთის მოქალაქე მართავდა, მსუბუქი ავტომობილი კი ურეკის მკვიდრს ეკუთვნოდა.
"საბედნიეროდ მსხვერპლია არაა. დაზარალებულები მოთავსებულები არიან შეკვეთილში მდებარე სამედიცინო ცენტრში".