https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტიკოსთა განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის ყოველკვირეული მიმოხილვა

15:11; 24.11.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 17–დან 24 ნოემბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას ოპოზიციის კონსტრუქციულობა და ნორმალურ ჩარჩოებში მოქცევა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პრემიერის განცხადებით: "ეს განხილვის თემა იყო, ვინაიდან ევროპარლამენტარების სურვილია, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს, უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს".

ფაქტ–მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული არცერთი შეხვედრისას, ასევე არც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, "ოპოზიციის კონსტრუქციულობისა და მთავრობასთან თანამშრომლობის" შესახებ საუბარი არ არის. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისა და პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის შესახებ არაორაზროვნად მიანიშნეს. როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია ხელისუფლების მიღწევები, თუმცა ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება და მართლმსაჯულების, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად ქცევის არ დაშვება.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ტყუილია.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პრემიერის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობდა.

პრემიერის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 6.31 კილომეტრი გზა დაიგო. პროექტების საერთო ღირებულებამ 116 836 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფელ საკობიანოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში პრემიერის მიერ ჩამოთვლილ სოფლებში (დუისში, საკობიანო–ჯოყოლოსა და ომალოში) ამბულატორიები მართლაც მოეწყო.

ფაქტ–მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლედ შეაფასა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ქართულ ტელემაუწყებლებში კრიმინალის გაშუქებას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა: "მაგალითად, აგვისტოში ძალიან აქტუალური იყო მკვლელობების თემა. მინდა გითხრათ, რომ 2010 წლის აგვისტოში იყო 10 მკვლელობა, 2014 წლის აგვისტოში 11 მკვლელობა, გაშუქდა – 9, თანაც პირველ ნიუსებად და ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, რომ ქვეყანაში ისტერიული სიტუაცია შეიქმნას".

გიგა ბუკიას გარდა, სხვადასხვა დროს, მსგავსი შინაარსის განცხადებები პრემიერ–მინისტრმა, შს მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს. ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.

ფაქტ-მეტრმა 2011 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ანალოგიური პერიოდის კრიმინალური შემთხვევების გაშუქების სიხშირე, ხანგრძლივობა და პერიოდი ერთმანეთს შეადარა. შედარებული ოთხი არხიდან, თითოეულმა განსხვავებული შედეგები მოგვცა.

რუსთავი 2-ზე, იმედზე და საზოგადოებრივ მოაუწყებელზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნა. 2014 წლის ცალკეული მონაცემები უმნიშვნელოდ თუ აღემატებოდა 2011 წლის მონაცემებს. ყველაზე განსხვავებული მაჩვენებლები ტელეკომპანია მაესტროს 2011 და 2014 წლების მონაცემების შედარებამ მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს მაესტროს ყველა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შეუძლებელია კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით აღქმის ჩამოყალიბებაში მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია მაესტრო თამაშობდეს გადამწყვეტ როლს. მაესტროს გარდა, იმედის, რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების სტატისტიკური მაჩვენებელი თითქმის ანალოგიურია.

შესაბამისად, ცხადია გიგა ბუკიას განცხადების კონტექსტი, იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალური ფაქტების გაშუქების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მცდარია. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ დეპუტატის განცხადება კონკრეტულად რუსთავი 2-ის მაჩვენებლებს შეეხებოდა. რუსთავი 2-მა 2011 წელს 12 მკვლელობიდან 6 ფაქტი გააშუქა. 2014 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან კი რუსთავი 2-ის ეთერში 5 ფაქტი გაშუქდა. პროცენტულად, 2011 წელს მომხდარი მკვლელობებიდან 50%, ხოლო 2014 წელს 45% გავიდა ეთერში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მკვლელობის ფაქტების პირველ ბლოკში გაშუქების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2011 წელთან შედარებით 2014 წელს 17%-ით იკლო. პირველ ბლოკში პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული სიუჟეტების რაოდენობა კი 2011 წელთან შედარებით 2014 წელს 55%-ით გაიზარდა.

დეპუტატი გიგა ბუკია ცდება, როდესაც გაშუქების პროცენტულ მაჩვენებლზე საუბრობს, თუმცა ზუსტია, როდესაც ამბობს, რომ რუსთავი 2-ზე კრიმინალური ფაქტების სიუჟეტები საინფორმაციო ბადეში 2014 წელს 2011 წელთან შედარებით უფრო ადრე ხვდება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გიგა ბუკიას განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებაც გადაამოწმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, "2 წელია განათლების სამინისტრო დირექტორთა არჩევნებს ატარებს. სკოლების სამეურვეო საბჭოების 80%-ს ერთი კანდიდატი წარედგინათ, ანუ სამეურვეო საბჭოებს ფაქტიურად არჩევანის საშუალება არ მისცეს".

შესაბამისი ინფორმაციის მოძიების შედეგად ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ დღეისათვის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების დაახლოებით 80%-ს ასარჩევად მართლაც დირექტორობის თითო კანდიდატი წარედგინათ. გარდა ამისა, ბრძანებაში, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს, ცვლილება შევიდა. შედეგად, დირექტორობის კანდიდატებისათვის გასაუბრების სახით კიდევ ერთი, დამატებითი ბარიერი გაჩნდა.

ძველი წესის თანახმად, სამეურვეო საბჭოსთვის კანდიდატის წარდგენა განაცხადის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხდებოდა. კანდიდატს მის მიერ შერჩეული სკოლის/სკოლების განვითარების შესახებ სტრატეგიული გეგმა სამეურვე საბჭოსთვის უნდა წარედგინა. ახალი წესით კი, აღნიშნულ პროცედურას კიდევ ერთი – გასაუბრება დაემატა. კერძოდ, კანდიდატი ვალდებული გახდა არჩეული სკოლის/სკოლების განვითარების სტრატეგიული გეგმა კიდევ ერთი კომისიის წინაშე წარადგინოს, რაც დამატებით დაბრკოლებას ქმნის.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა სერგო რატიანის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეაფასა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხებოდა. მინისტრის თქმით, ქვეყანაში საწარმოთა ბრუნვის თვალსაზრისით ქალაქსა და სოფელს შორის დიდი განსხვავებაა. კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით საწარმოთა ბრუნვა ქალაქში, კონკრეტულად კი დედაქალაქში 12–13–ჯერ უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში.

მიმდინარე წელს საქართველოში 52 985 მოქმედი საწარმო იყო საიდანაც 55 % დედაქალაქში, ხოლო დანარჩენი 45 % ქვეყნის 10 რეგიონში მოქმედებდა. რაც შეეხება ბრუნვას, თბილისზე მთლიანი ბრუნვის 72.6% მოდის, ხოლო დანარჩენი ბრუნვა რეგიონებს შორის გადანაწილდა. ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა დედაქალაქში 13 024 ლარი იყო, რაც 7.5-ჯერ აღემატებოდა რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვას (1 741).

ასეთი დისპროპორცია დედაქალაქსა და რეგიონებს შორის საწარმოთა გადანაწილებით არის გამოწვეული. მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა და კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია დედაქალაქს ბიზნესის დაწყების კუთხით მიმზიდველს ხდის. დღესდღეობით საქართველოს მოქმედ საწარმოთა ნახევარზე მეტი თბილისშია განთავსებული.

ზემოთ განხილულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12 დეკემბერი, 2025

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება სამტრედიაში, დმანისსა და მარტვილში (PACA)

კვირის თემა _ დიმიტრი ხუნდაძე: „მე ჯერ არ ვარ პენსიონერი“

ყველა სიახლე

ზაფრანი

14:37; 13.12.2025
Happy Laughing Women Drinking Champagne and Singing Xmas Song
ზაფრანი

ვინ არ უნდა გადაიმტეროთ

14:36; 13.12.2025
ზაფრანი

ყველაზე არასერიოზული ადამიანები

14:34; 13.12.2025
ზაფრანი

ქალურობის ჰოროსკოპი

14:24; 13.12.2025
საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

13:46; 13.12.2025
საზოგადოება

უამინდობის გამო გზებზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს – გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13:37; 13.12.2025
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

12:15; 13.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

11:04; 13.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ტემპერატურის ვარდნა – ამინდი უარესდება

10:07; 13.12.2025
საზოგადოება

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

10:04; 13.12.2025
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

10:00; 13.12.2025
სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
0

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო