დღეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს და გამგებელს, ირაკლი კუჭავას შეხვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინისტრს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და იმ ეკომიგრანტების სია გადასცა, რომლებიც სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა.
სუბარის თქმით, მომავალ წელს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ოჯახს საკუთარ სახლებს შეუძენს.