https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზურაბ ჩხაიძე:”სახელმწიფოს თანადგომამ და მეწარმეს შიშისგან გათავისუფლებამ უდიდესი წარმატება მოიტანა”

10:01; 22.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარებასა და ისეთი საშვილიშვილო საქმის კეთებაში, რასაც მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნება და ტრადიციული ქართული მეღვინეობის აღორძინება ჰქვია.

კომპანიისთვის გასული ორი წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა – ახალი ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ქარხნები, ხელახლა დაბადებული ქართული ვაზის უძველესი ჯიშები და მრავალი ახალი პროექტი – ეს ის მიღწევებია, რომლებიც "ტრადიციული კახური მეღვინეობის” სამომავლო წარმატების გარანტად უნდა იქცეს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება KTW -ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე-ასკანელი, რომელიც 2013–2014 წლებში წარმოების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს.

_ 2013 წელი KTW-სათვის წარმოების კუთხით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან შარშან ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინვესტიცია დავიწყეთ. პირველ რიგში, მინდა სოფელ პატარძეულში განხორციელებული ინვესტიცია დავასახელო. ინვესტირების ეფექტიანობის გამოცდის მიზნით აქ დავამონტაჟეთ წამყვანი იტალიური ფირმის "დელატოპოლას” კონიაკისა და ღვინის ჩამომსხმელი ხაზები ცალ-ცალკე, შევავსეთ ღვინის საცავები და ამით დავასრულეთ ტესტირება. შედეგიც კარგი მივიღეთ. ჩვეულებრივ რეჟიმში 70 ათას ბოთლს ვასხამთ, 3-ცვლიანი მუშაობის რეჟიმში კი დღე-ღამეში 100 ათასამდე ავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შარშან განხორციელებულმა ინვესტიციამ გაამართლა და ეს სწორად გათვლილი ნაბიჯი იყო. მოგეხსენებათ, პატარძეული კახეთის ერთგვარი ტურისტული კარიბჭეა და აქ ორივე მიმართულებით ჩამოსული სტუმრების დიდი ნაკადები მოძრაობს. ამიტომ პატარძეულის ქარხანასთან გავხსენით სადეგუსტაციო დარბაზი და თანამედროვე აღჭურვილობის საფირმო მაღაზია "ღვინის გზა”, ერთი ოთახი კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადავეცით, სადაც ტურისტული ცენტრი განთავსდა.

_ როგორც ვიცით, კახეთში, კერძოდ ველისციხეში, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელეთ…

_ 2014 წლის მარტის თვეში დავიწყეთ და ამავე წლის სექტემბერში დავასრულეთ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან მდებარე, 5000 ტონა ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის ინვესტირება. ინვესტიციის მოცულობა 8 მილიონი ლარია და იგი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქვე დავიწყებთ ქართული მარნის ტიპის ტურისტული ობიექტის მშენებლობასაც, რომელსაც 2016 წელს დავასრულებთ და მას პირობითად "როიალ მუკუზანი” დაერქმევა.

რადგან კახეთზე ვსაუბრობთ, მინდა, კიდევ ერთი სიახლის შესახებ გითხრათ. წელს, წინანდლის რაიონში, შევიძინეთ ჩვენი სასიქადულო და საყვარელი მომღერლისა და ქველმოქმედის, ჩემი მეგობრის პაატა ბურჭულაძის მიერ გაშენებული და მიმდებარედ არსებული ვენახები. ამ მიმართულებით ინვესტირებას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.

_ გადავიდეთ აჭარის რეგიონზე, სადაც თქვენ არაერთი საინტერესო პროექტი საქველმოქმედო საქმეები განახორციელეთ…

_ კარგით, ჩვენთვის საინტერესო ახალ ზონაში – გურია-აჭარაში გადავინაცვლებ. აქ ყურძნის ძალიან ბევრი მივიწყებული ჯიშია. შარშან ქედაში ძველი ამორტიზებული ღვინის ქარხანა შევიძინეთ და თანამედროვე ტიპის ღვინის ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც აჭარის მაღალმთიან რეგიონს მოემსახურება. აქ ძალიან კარგი "ჩხავერი” და "ცოლიკაური” მოდის და გვინდა, ამ დარგის განვითარებაშიც მივიღოთ მონაწილეობა. ადგილობრივ მევენახეებთან ინტენსიური თანამშრომლობა დავიწყეთ. ამ მიმართულებით წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით – "ჩხავერის”, "ცოლიკაურისა” და "ბუტკოს” 60 000 ნერგი შევიძინეთ და 12 000 გლეხებს უფასოდ გადავეცით. დანარჩენი 50 000 ნერგიც მალე გადაეცემათ. ჩვენ მათ ვენახის მოვლის საკითხებზე კონსულტაციებსაც გავუწევთ, ხოლო როცა ვაზი მსხმოიარობის ფაზაში შევა, გლეხებთან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებებით, მათგან ყურძენს საბაზრო ფასებში შევიძენთ. ამ საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამას გნებავთ ქველმოქმედება დავარქვათ, გნებავთ სოციალური პროექტი ან უბრალოდ, ყურადღება მივიწყებული ძველი ჯიშების ასაღორძინებლად, ფაქტი ერთია ჩვენს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა შედგა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. ვფიქრობ ჩვენს მიერ აჭარაში განხორციეებული 1-მილიონიანი ინვესტიცია _ სამაცივრე მეურნეობა და ყურძნის გადამამუშავებელი ტექნიკა _ ამ ეტაპზე აჭარის მოთხოვნილებას სავსებით დააკმაყოფილებს.

_ თქვენს მშობლიურ გურიაში რა ხდება, რას მიანიჭეთ პრიორიტეტები?

_ რაც შეეხება გურიას, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია საიმისოდ, თუ სად შეიძლებოდა დასავლეთ საქართველოში ღვინის მოყვარული ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილის პოვნა _ ძველი მარნით, ღვინის გადასამუშავებელი მოწყობილობებითა და კომფორტული პირობებით. ამ ყველა პირობას სრულად აკმაყოფილებდა ჩემი მშობლიური, ულამაზესი სოფელი ასკანა, სადაც ჩემი წინაპრები მეღვინეობას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. სწორედ აქ არის ბაბუაჩემის ანთიმოზ ჩხაიძის მარანი, სადაც 1883 წლით დათარიღებული ქვევრია. დამუშავდა პროექტი, რომელიც ორ წელიწადზეა გაწერილი. ეს პროექტი – ასკანას ღვინის მარანი "როიალ ასკანა” – აუცილებლად ჩაჯდება ტურისტულ "ღვინის გზაში". როდესაც ჩვენ "როიალ ასკანას” პროექტი წარვადგინეთ, საღმა აზრმა გაიმარჯვა და სამი სოფლის წყალმომარაგების დაფინანსების საკითხი დაუყოვნებლივ გადაიჭრა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა ამორტიზებული, 50-70 წლის წინათ გაყვანილი წყლის მილები. მთავრობა მონდომებულია, რომ სოფლამდე გზის ახალი საფარის დაგება განახორციელოს, რათა ტურისტებმა ასკანამდე ჩასვლა შეუფერხებლად შეძლონ.

_ როგორც ვიცით, აჭარის გარდა ე. წ "მწვანე პროექტი" გურიაშიც განხორციელდა. აპირებთ თუ არა ისევ გაგრძელებას…

_ ვფიქრობ, გურიაშიც საინტერესო და საჭირო იქნება ჩვენს მიერ აჭარაში დაწყებული ე.წ. "მწვანე პროექტი”, რომელიც მოსახლეობისთვის ვაზის დარიგებას ითვალისწინებს. ამიტომ ვაზების დარიგების პროექტს ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში მომდევნო წლებშიც განვახორციელებთ.

_ საგურამოში თქვენ ჭავჭავაძისეული ნავენახარი გაყიდვას და გავერანებას გადაარჩინეთ, ამჟამად რა ხდება საგურამოში?

_ რაც შეეხება საგურამოს პროექტს, იგი უფრო პატრიოტულ და სულიერ მოთხოვნილებას განეკუთვნება. სხვადასხვა ინსტანციებთან 6-7 წლიანი ბრძოლა დაგვჭირდა საიმისოდ, ჭავჭავაძისეული ნავენახარი გაყიდვისა და გავერანებისგან რომ გადაგვერჩინა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ილია ჭავჭავაძის საგურამოს მუზეუმის დირექტორს, ბატონ ანდრო ბედუკაძეს და მის მეგობრებს KTW-ს უხუცესთა საბჭოდან თამაზ ტყემალაძის მეთაურობით. ჩვენი დაჟინებული მცდელობით, როგორც იქნა, იჯარით გადმოგვეცა ჭავჭავაძეების სავენახე ტერიტორია, აგრეთვე თადეოზ გურამიშვილის ძველი მარანი, რომელიც, ფაქტობრივად, 30 წლის მანძილზე უპატრონოდ იყო მიტოვებული და ჩვენ მისი რესტავრაცია დავიწყეთ. პროექტის დასრულების შემდეგ საგურამოში იქნება არა მხოლოდ ღვინის მარანი, არამედ აქ თავს მოიყრის სრულყოფილი ინფორმაცია ამ დიდებული გვარის შესახებ. ეს მხოლოდ ტურისტებისთვის არ კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბავშვებმა და ახალგაზრდობამ უკეთ გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და რაც შეიძლება ბევრი შეიტყონ თავიანთი სახელოვანი წინაპრების შესახებ.

ბევრჯერ მითქვამს და გამეორებით კვლავაც არ დავიღლები _ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო "მწვანე პროექტის” სულისჩამდგმელსა და უპირობო, ერთპიროვნულ ავტორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 7 წლის წინათ შეუფერხებლად დააფინანსა ვაზის უძველესი ქართული ჯიშების აღორძინების ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ლევან უჯმაჯურიძე და მისი გუნდის წევრები ბატონ იური ნოზაძის ხელმძღვანელობით. შედეგმაც არ დაყოვნა და დღეისათვის ქართული ვაზის 437 ჯიშია აღდგენილი. ეს პროექტი საქართველოს ნებისმიერ კუთხეს საშუალებას აძლევს, რეგიონულად განავითაროს მევენახეობა. ეს მევენახეობისთვის, ფაქტობრივად, ახალი სულის შთაბერვაა.

_ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი ახალი მიმართულება _ ხილის საკონსერვო წარმოება, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ და გრძელვადიან პროექტად მოიაზრება…

_ აჭარის და გურიის რეგიონები მდიდარია მრავალი სახეობის ხილით, რაც ხილის გადამამუშავებელი სიმძლავრეების უქონლობის გამო ხშირად უპატრონოდ ლპება და იკარგება. KTW-მ ხილის გადამამუშავებელი მცირე წარმოების მშენებლობაზე პროექტები წარადგინა და ორ რეგიონში გაიმარჯვა: აჭარაში – ქედაში და გურიაში – ჩოხატაურში. ამ თემაზე ამჯერად ბევრი ლაპარაკი არ მინდა, რადგან აღნიშნულ საკითხზე ამჟამად ვმუშაობთ და თან ვსწავლობთ, თუმცა წელს ორივე ქარხანას ავაშენებთ, ჩვენ ვიცით, რა უნდა მივიღოთ, რა უნდა გავყიდოთ და ამის შესახებ მომავალ წელს, უფრო მეტის მოყოლას შევძლებ.

_ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რუსეთის ბაზრის გახსნა?

_ თუ შარშანდელ წელს გადავავლებთ თვალს, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ კარგი იმპულსი მოგვცა რუსეთის ბაზრის გახსნამ. ჩვენ შარშან რუსეთის ბაზარზე პირველები შევედით და განვლილ პერიოდში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ძალიან გამოცდილი პარტნიორები გვყავს, ზოგიერთ მათგანთან ემბარგომდე გვქონდა დამყარებული კარგი ურთიერთობა. მათაც და სხვებმაც KTW-სთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი გამოხატეს, რაც ჩვენთვის ერთგ-ვარი სტიმული აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენ არ გვინდა, მთლიანად რუსეთის ბა-ზარზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან იგი მეტად პოლიტიზებულია და ხვალ რა იქნება, არავინ იცის, ამიტომ ალტერნატიულ გზებს ვეძებთ. უკვე მე-5 წელია, ჩინეთთან ვმუშაობთ და არც ერთ წელიწადს არ გვქონია გაყიდვების კლება. შარშან ჩინეთიდან ახალი პარტნიორებიც დაგვემატნენ, რომლებთანაც ეფექტიანად ვმუშაობთ და საქმე ისე მიდის, რომ მომავალი წლისთვის გაყიდვების გაორმაგებას ვგეგმავთ.

_ რამდენად გაიზარდა ხელისუფლების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით?

_ პრესაში არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მეწარმის გათავისუფლებამ შიშისგან და დარგისადმი სახელმწიფოს შარშანდელმა თანადგომამ დიდი შედეგი მოიტანა _ ზოგადად დარგი გაფართოვდა და 170 მილიონზე მეტის პროდუქცია შეიქმნა. ეს ძალიან დიდი შედეგია, თანხობრივად ასეთი შედეგი ჩვენ რუსეთის ემბარგომდეც არ გვქონია.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6 მარტი, 2026

"იქნებ ახლა მაინც ირწმუნონ, რომ გამოძიებამ მაშინ საზოგადოებას სიმართლე აცნობა"

ცრუ მეწარმეობის ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი პასუხისგებაში მისცეს

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო