“ამ პატარა წიგნის მკითხველისთვის შეთავაზება გადამაწყვეტინა ჩემი კუთხის და ჩემი ხალხის სიყვარულმა. სამწუხაროდ, წიგნში წარმოდგენილი პერსონაჟების უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სულები! ამ წიგნის შექმნის მიზანი სწორედ მათი პატივისცემა და გახსენებაა. როგორც მოგეხსენებათ, გურია და გურულები ვერავის წარმოუდგენია სხარტი და ლამაზი ხუმრობების გარეშე. წიგნში ასახული მასალები სინამდვილეა და ყოველგვარი შესწორების გარეშე, გურული გადმოცემით (კილოთი) მინდა შევთავაზე მკითხველს, რაც, ჩემი აზრით უფრო საინტერესოა“. _ ასეთ წინასიტყვაობას უკეთებს მის მიერ 2010 წელს გამოცემულ წიგნს “გურიაში გურულად“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
წიგნში, ჩანახატებთან ერთად, რომლებიც ავტორის თქმით ნამდვილი ამბებია, ზაზა ურუშაძის რამდენიმე ლექსიცაა შესული.
„გურია ნიუსი“ სტილის დაცვით გთავაზობთ ნაწყვეტებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის საავტორო წიგნიდან:
ჰუმანიტარული
_ რაცხა ჰუმანიტარული რიგდებაო, რომ იძახის მთავრობა, რა ჯანდაბაა ხომ არ იცი? _ ეკითხება ბიჭიკო თავის მეზობელ გიგლას.
_ რაა ბიჭიკო, ჰუმანიტარული იცი? მშიერი რომ კდებოდე და ზურგზე საჭმელი გქონეს დალაგებული. მისტობი?
1999 წელი
ყური გამიხრიტე
გივი ავტომანქანა გაზ-50-ით ქუთაისიდან ლანჩხუთში მოდის. გადაჭარბებული სიჩქარისთვის სამტრედიაში ინსპექტორმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. გივიმ საბუთები მიაწოდა. ინსპექტორმა მართვის მოწმობას ჩახედა და გაკვირვებული მიუბრუნდა გივის _ რა არის, რას გაქვს აგი ტალონი? ადგილი არ არის ზეთ, იმდენჯერაა გახვრეტილი და მე ახლა რა ვქნა?
_ აა, ბატონო ტალონზე ადგილი თვარაა და ვერ ხვრეტ, ნუ ინერვიულეფ, მოი აგერ და ყური გამიხვრიტე. ოღონდ პრავა არ ჩამომართვა.
პასუხისგან გამხიარულებულმა ინსპექტორმა გივის მართვის მოწმობა დაუბრუნა.
1978 წელი
შვაკაცი
მე დავიბადე სოფელში,
იქ გავიზარდე, დავკაცდი,
ქალაქში საურთიერთოდ,
სუ არ მჭირდება შვაკაცი.
1996 წელი
უფულოთ
როდესაც ზიხარ უფულოდ
და არ გაქვს შონის შანსები,
არც მეგობრები გაწუხებს
და აღარც ძველი ნაშები.
2008 წელი
დაკარგული ფერი
მშიერ კაცზე ვარესი
ამ ქვეყნად არაფერია
საცოდავ ხალხის ყურებით
მეც დამეკარგა ფერია.
(ფერი რომ არ დაგეკარგოთ დაეხმარეთ ვისაც უჭირს)
2007 წელი
არ მოგიწონებს
ჩაშვებას და დაბეზღებას
არავინ არ მოგიწონებს,
სხვის კაბინეტს და მაგიდას
ნუ აუღებ შენ ზომებს.
2001 წელი
რუსის ქალი
რუსის ქალი, მართლა ქალი
დაგვავიწყდა, სადღა არი
არჩევნებზე გაიქეცი
აირჩიე ხალხი მრგვალი.
და ხმამაღლა გაჰყვიროდი:
აღა გვინდა, რუსო წაიი…
არ გინდოდა? ჰოდა კაი,
ეხლა მაშინ ნუ ყვირიხარ,
გაჩუმდიო და წყნარად წაი…
2004 წელი
„კომუნისტური პარტიის დაშლა როცა დაიწყო, პირველებმა ლანჩხუთში გურულებმა მოვაბით თოკი ყელში ლენინის ძეგლს და კვარცხლბეგიდან გადმოვაბრძანეთ. ხოლო თბილისში რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა მისი ჩამოგდება. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ეს ლექსი დამეწერა“ _ ასეთი შესავალი აქვს ლექს სათაურით „ლენინს“
ჰეი, ნუ სტირი ლენინო
ცრემლი ნუ გიდგას თვალშია,
ჯერ თბილისს მაინც დაჰყურებ
კვარცხლბეგზე შემომდგარია.
კომუნისტების ბელადო,
ლენინო ქარიყლაპიავ
ჩვენთან კი შენი ძეგლები
არცერთი აღარ არიან.
რაც გორბაჩოვი მოვიდა
და მისი დემოკრატია,
ლენინის სახელს ვერ ამბობს
კომუნისტური პარტია.
მტერ იყავ საქართველოსი
ბელადო, შენი დედისა,
ოცდაერთს რა დაგვავიწყებს
დამპყრობო ჩვენი ერისა.
მოსკოვში, მავზოლეუმში
აგდიხარ, როგორც მძორია,
პროლეტარების ბელადო,
წავიდა შენი დრონია.
კომკავშირს ბოლო მოეღო,
მას მოსდევს შენი პარტია
ერთ წელში განთავისუფლდა
ესტინეთ, ლიტვა, ლატვა.
ჩვენი დროც მალე დადგება
თავისუფლება ნანატრი,
შენ გქონდეს შენი პარტიაც,
კომუნიზმიც და ალამიც.
ზაზა ურუშაძე
ლანჩხუთი 1990 წელი