პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს.
"როდესაც მინისტრობის მე-3 წელს, საკუთრივ შენს მთავარ პროგრამას (ტარიფების კლებას) არათუ ვერ ასრულებ, არამედ უკუ-პროცესი მიმდინარეობს, ნებისმიერი სინდისიერი მინისტრი წვერს კი არ მოუშვებს, – გადადგება," – წერს კუკავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.