პარასკევს, 13 თებერვალს ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერებს ელოდებიან.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კონფერენციაზე ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება, აღნიშნულ პოსტზე დავით მჟავანაძეს აირჩევენ.
პარტიის ოზურგეთის ლიდერის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ოზურგეთში ჩამოვლენ ნუგზარ წიკლაური, ზურა ჯაფარიძე და სხვები.
"რადგან მე ვარ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე, ამიტომ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს დავით მჟავანაძე დაიკავებს, აუცილებელია პარტიის გაძლიერება“, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.