შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფინანსური საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტი შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
"2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს," _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.