უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თავისი პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, დავით საყვარელიძის კანდიდატურა უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც განიხილებოდა.
საქართველოში მას 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორის პოსტი ეჭირა, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.