"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ახობაძემ პარტია და შესაბამისად კოალიცია დატოვა.
ახობაძე "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა და როგორც გვითხრა უახლოეს დღეებში ფრაქციასაც შექმნიან.
ახობაძე საკრებულოს დეპუტატობამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.