საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, დღეიდან ძებნაში მყოფი ავტომანქანების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში გადამოწმების უფლება მიენიჭათ.
საბაჟო პუნქტებში არსებული მონაცემთა ბაზით სარგებლობა მათ შეუზღუდავად შეეძლებათ.
შემოწმება საზღვრის გადაკვეთისას ინტერპოლის მონაცემთა ბაზის დახმარებით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ბაზა ინტერპოლის წევრი ქვეყნების მონაცემებით ყოველდღიურად ივსება და მასში 7 მილიონამდე ავტომობილის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
სიახლის პრეზენტაცია დღეს სარფის საბაჟოზე მოხდა და მას ქართველი ძალოვანები და ინტერპოლის საქართველოს ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.