შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით თბილისის ქუჩებში დაფიქსირებულ ავტომანქანებს, რომლებსაც რუსული სატრანზიტო ნომრები ჰქონდათ სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ;
_ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს.
ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება.
ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის, _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში გიორგობიანმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსი" რამდენიმე საათის განმავლობაში ამ თემაზე კომენტარის მოპოვებას ყველა შესაბამისი უწყებიდან ცდილობდა, თუმცა, ამ დრომდე განმარტება არავის გაუკეთებია.