პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გეგმას სახელმწიფო უწყებები არაუგვიანეს 16 მარტისა, ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ.
ხარჯების შემცირება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება.
მთავრობის რეკომენდაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე უნდა დავიდეს ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ მოხდეს რბილი ავეჯის შეძენა, შეიზღუდოს ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისა; 30%-ით შემცირდეს საწვავის ხარჯი, რაც არ შეეხება ოპერატიულ ავტომანქანებს; მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მივლინებები; 20%-ით შემცირდეს ე.წ წარმომადგენლობითი ხარჯი და სასწავლო შვებულებები გამოყენებული იყოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თხოვნით მიმართავს იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არის – პარლამენტს, სასამართლოს, მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდ 4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 13%-ია; სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებმა მილიარდ 339 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 143 მილიონი ლარით აღემატება. ეს არის პირველი კვარტლის გეგმის 60,9%, ხოლო წლიური გეგმის – 13,5%