აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
"ა.წ 7 მარტს, ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა, რაც არ იყო შეთანხმებული არც ეპარქიის, არც დაწესებულებისა და ამავე შენობაში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვართან.
ეკლესიისათვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძვირფასია განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა.
ამიტომ, თხოვნით მივმართავთ ყველას, მსგავსი ქმედებებისაგან თავი შეიკაონ, რათა ეკლესია არ გახდეს ურთიერთდაპირისპირების საბაბი."