ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.
ტყემალაძის თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს და მომავალი კვირის ორშაბათს კომისიებში განხილვები გაიმართება; 17 მარტს კი, თბილისის საკრებულოს სხდომაზე კანდიდატურების დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
"მოვუსმენთ მათ ხედვებს, ყველა მათგანი გამოცდილი კადრია და უმრავლესობის მხრიდან მათ ექნებათ მხარდაჭერა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ადამიანები ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ ქალაქისთვის", – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ, საკრებულოში თბილისის მთავრობის ხუთი ახალი წევრის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.