სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის 112 ახალ სერვის იწყებს. კერძოდ, სერვისის ფარგლებში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებს გადაუდებელ შემთხვევაში SMS და ვიდეო ზარის საშუალებით, შეეძლებათ 112-ს დაუკავშირდნენ.
112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი უფასო სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 27 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. სერვისი განკუთვნილია მხოლოდ სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის.
როგორც 112-ში აცხადებენ, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. 27 მარტიდან სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge ან 112-ში სატელეფონო ზარის განხორციელებით. სარეგისტრაციო მონაცემები დაცულია.
უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციას და სახანძრო/სამაშველო სამსახურს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.