ტელეარხმა "როსია 24"-მა პირდაპირ ეთერში აუწყა მაყურებელს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზ კოლეგა ალმაზბეკ ალამბაევს უკვე შეხვდა, თუმცა, ეს შეხვედრა ორშაბათს, 16 მარტსაა დანიშნული.
ახალი ამბების წამყვანმა, კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ისაუბრა არა მარტო იმის შესახებ, რომ პუტინი "შეხვდა" ალამბაევს, არამედ იმის შესახებაც, რომ "შეხვედრის დღის წესრიგში იდგა სხვადასხვა სფეროებში რუსულ-ყირგიზული თანამშრომლობის საკითხები".
როგორ "როსია 24"-ის წარმომადგენელმა ბი ბი სი-ს განუცხადა, დაშვებულია შეცდომა.
ბი ბი სი-ს მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, ასეთი სახის ახალი ამბები "როსია 24"-ის ეთერში მინიმუმ ორჯერ გავიდა _ მოსკოვის დროით 13.00 და 14.00 საათზე.