დღეს, 14 მარტს, ნავთობზე მსოფლიო ფასები ისევ მკვეთრად დაეცა.
ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 54,67$ დაფიქსირდა, ხოლო ნიუ იორკის ბირჟაზე _ NYMEX, ამერიკული ნავთობის WTI-ს ფასი უცვლელია _ 44,84 დოლარი ბარელზე.
ადრე, როცა ბარელი ნავთობი 60 დოლარი ღირდა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფასი ისევ დაეცემოდა ნავთობის საცავებში ადგილის არქონის გამო.
დღეს აშშ-ს ნავთობის მარაგმა ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია, რის გამოც ნავთობის საცავები 70%-ით აივსო.
კიდევ უფრო ნაკლები ადგილია სხვა ქვეყნების ნავთობსაცავებში: იაპონიაში _ 20%, ევროპაში _ 10%.