2015 წლის აპრილში, ოზურგეთში, პაქკის ფესტივალი უნდა ჩატარდეს. ფესტივალის ორგანიზატორი, ლია კილაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის დაფინანსებაზე ოზურგეთს მერიამ უარი განაცხადა.
"თებერვლის შუა რიცხვებიდან უკვე დავიწყეთ მზადება "პასქის ფესტივალის" ჩასატარებლად. გვაფინანსებდა ქალაქის მერია. დიდი დრო და ენერგია წაიღო საკანცელარიო და საბუღალტრო მხარის მოწესრიგებამ და გუშინ, როცა ყველაფერი მოგვარებული გვქონდა, უცებ გაირკვა, რომ ჩვენი ფესტივალი ქამრების შემოჭერის" სამთავრობო პოლიტიკამ მთლიანად მოგუდა! ანუ დაფინანსება 0 თეთრი!
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მონაწილეების მოტივაცია იყო მხოლოდ პრიზად დარიგებული საჩუქრები და პირადად ჩვენც, ორგანიზატორებს არასოდეს მიგვიღია საოცნებო ჰონორარები. ამიტომ…. "პასქის ფესტივალი" მაინც ჩატარდება!!!
მით უფრო, რომ წელს 5 წლის ვხდებით! გელოდებით ,,პასქის ფესტივალის მეგობრებო _ მონაწილეებო და სპონსორებო! დავაწესოთ პრიზები და მცირედად ფესტივალის ფონდსაც შევეწიოთ. სააღდგომოდ სიყვარული გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს. ჩვენ სპონსორებს გამოჩენისთანავე გაგაცნობთ. პირველი ვინც იქნება, ეჭვად ვიცი, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე."