ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 2015 წლის 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და დემონტრაციის მონაწილეებს მიმართავს, დაიცვან "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესები, რომელიც მანიფესტაციის ჩატარებას მშვიდობიან ფორმას შეუნარჩუნებს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" წინადადებით მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ომბუდსმენის აპარტმა სრულად უზრუნველყოს 2015 წლის 21 მარტის აქციის მონიტორინგი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, მანიფესტაციის მიმდინარეობის დროს, ადგილი ჰქონდეს კანონის დარღვევის შემთხვევებს, არსებობდეს პროვოკაციული ან გამომწვევი შემთხვევები. იმისთვის, რომ ადგილზე შესაძლო რისკები შეფასდეს, დაცული იქნეს მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მნიშვნელოვანია,ობიექტურად შეფასდეს ყველა გამოწვევა და ასეთი მონიტორინგი განახორციელოს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტულმა და მიუკერძოებელმა ინსტიტუციამ, რომელსაც კანონი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობას ავალებს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აქტიური თანამონაწილეობა, რათა დაცული იქნეს მოქალაქეების კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებები. ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან აქციაზე ყველა შესაძლო კანონდარღვევა ადეკვატურად იქნეს შეფასებული. ამასთან. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ აქციაში, უნდა ესმოდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და კანონსაწინააღმდეგო ქცევაზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წლის 21 მარტის აქცია, ქვეყნისათვის დემოკრატიის მორიგი ტესტია, რომელიც საზოგადოებამ და სახელმწიფომ წარმატებით უნდა გაიაროს. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალია.
"ახალგაზრდა ადვოკატები" კანონის განმარტებასაც აკეთებს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს მანიფესტაციის ორგანიზატორებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება შეკრება. როგორც სამართალდამცავმა ორგანოებმა, ასევე აქციის მონაწილეებმა სრულად უნდა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ საქართველოს კანონმდებლობა აკისრებთ
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 2015 წლის 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და დემონტრაციის მონაწილეებს მიმართავს, დაიცვან "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესები, რომელიც მანიფესტაციის ჩატარებას მშვიდობიან ფორმას შეუნარჩუნებს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" წინადადებით მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ომბუდსმენის აპარტმა სრულად უზრუნველყოს 2015 წლის 21 მარტის აქციის მონიტორინგი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, მანიფესტაციის მიმდინარეობის დროს, ადგილი ჰქონდეს კანონის დარღვევის შემთხვევებს, არსებობდეს პროვოკაციული ან გამომწვევი შემთხვევები. იმისთვის, რომ ადგილზე შესაძლო რისკები შეფასდეს, დაცული იქნეს მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მნიშვნელოვანია,ობიექტურად შეფასდეს ყველა გამოწვევა და ასეთი მონიტორინგი განახორციელოს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტულმა და მიუკერძოებელმა ინსტიტუციამ, რომელსაც კანონი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობას ავალებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აქტიური თანამონაწილეობა, რათა დაცული იქნეს მოქალაქეების კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებები. ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან აქციაზე ყველა შესაძლო კანონდარღვევა ადეკვატურად იქნეს შეფასებული. ამასთან. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ აქციაში, უნდა ესმოდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და კანონსაწინააღმდეგო ქცევაზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წლის 21 მარტის აქცია, ქვეყნისათვის დემოკრატიის მორიგი ტესტია, რომელიც საზოგადოებამ და სახელმწიფომ წარმატებით უნდა გაიაროს. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალია.
"ახალგაზრდა ადვოკატები" კანონის განმარტებასაც აკეთებს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს მანიფესტაციის ორგანიზატორებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება შეკრება. როგორც სამართალდამცავმა ორგანოებმა, ასევე აქციის მონაწილეებმა სრულად უნდა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ საქართველოს კანონმდებლობა აკისრებთ."