"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით აქციები და აქტიური მოქმედებები გაგრძელდება.
"ძალიან ბევრი ადამიანი მოდის თავისუფლების მოედანი სავსეა და კიდევ ველოდებით მეორე ნახევარს ჩვენი აქციის მონაწილეები, რომლებიც "ვარდების მოედნიდან" გვიერთდებიან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხალხი მოსულია ერთი მიზნით, ყველას ყელში ამოუვიდა ის, რაც ხდება ქვეყანაში. უნდა გადადგეს პრემიერი და 19 მინისტრი. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება. აქციები და ჩვენი აქტიური მოქმედებები გაგრძელდება. ყველაფერი წინაა“, _ განუცხადა "გურია ნიუსს“ გიორგი ვაშაძემ.