დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვინ და რატომ მიდის ხვალიდნელ აქციაზე გურიიდან; რა შესთავაზა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა; რას აკეთებს ხელისუფლება დაპირებების შესასრულებლად; რას ასწავლიან "ქართული ოცნების" წევრებს ყოფილი "ნაციონალები".
ამ და სხვა თემებზე ერთმანეთის პირისპირ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია და საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კორიფაძე.
ამავე გადაცემაში ნახეთ _ პოლიტმეხსიერების ტრადიციული რუბრიკა 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
უყურეთ "კვირის თემას" და გაიგეთ ვინ და რატომ ადანაშაულებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს უფლებამოსილების გადამეტებაში და საკრებულოს დეპუტატს თემურ ალექსაიას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.