სერგო ხოფერია
_ ცხოვრება გვაქვს ნეტარი და საამური!
ზაურ ჩხაიძე
_ ამას რა კითხვა უნდა?! ყველა კარგად ხედავს, რა დღეშიცაა ხალხი. რა თქმა უნდა, გაუარესდა და გაძვირდა ცხოვრება.
ელგუჯა სადრაძე
_ რა თქმა უნდა, გაუარესდა. სიდუხჭირეა. ხალხს ფული არ აქვს. საერთოდ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის.
ლარისა ვასაძე
_ ჩემთვის, მაგალითად, უკეთესი ცხოვრებაა დღეს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვარ, შშმ პირი ვარ, წამლებიც მაქვს და საჭმელსაც ვყიდულობ.
ნანა კვიტაიშვილი
_ ვინმე დაიჯერებს, რომ გითხრათ, ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წინ წავიდაო? ვიღაცებისთვის უკეთესობისკენ წავიდა ცხოვრება, ვიღაცისთვის _ პირიქით, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ძალიან ცოტა თუა ცხოვრების პირობებით კმაყოფილი.
დავით გოგიტიძე
_ უარესობა არ ჩანს…
მაგული ანანიძე
_ გაუარესდა, აბა, არა? ვისაც ბანკებთან აქვს შეხება, ძალიან ცუდადაა მისი საქმე.
თენგიზ ფასიეშვილი
_ არ გაუარესებულა. უკეთესობაა, რად უნდა თქმა. სიტყვის თავისუფლებაა და ეკონომიკურად კი უნდა მივხედოთ ჩვენს თავს.
ლევან მილვენაძე
_ რა თქმა უნდა, გაუარესდა. ხომ ხედავთ, ყველაფერი გაძვირდა, დოლარი კი გაუფასურდა.
იური სიხარულიძე
_ არ ვმუშაობ და არ ვიცი. რა მხრივ, გააჩნია _ "როგორც ვიყავი, ახალგაზრდობაში, ისე ვარ ახლაც". ესაა ჩემი პასუხი. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, უკეთესობა არ მიგრძვნია. უბრალოდ, თავისუფლებაა და ეგ არის.