ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, მგელმა, ნაზი ბოლქვაძის ძროხა დაკბინა.
ადგილობრივთა თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მგლების მიერ საქონელზე თავდასხმა ხდება.
"რამდენიმე წლის წინაც დამიკბინა მგელმა საქონელი, გასულ წელს კი ერთად ორი სული პირუტყვი დამიგლიჯა. თითქმის თვე არ გავა, რომ სოფელში ვინმეს მსგავსი ამბავი არ შეემთხვას.
ღორს ავადმყოფობა წყვეტს, პირუტყვს მგლები გვიჭამს, აღარაა ჩვენი საშველი. არ ვიცი კონკრეტულად ვინ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?
ადრე თუ ტურის და მგლის ტყავს ჩააბარებდი აქეთ გაძლევდნენ ფულს, ახლა თუ მოკალი, პირიქით დაგაჯარიმებენ", – გვითხრა დაზარალებულმა.