მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო მართლმსაჯულების სისტემას, რომლის გაჯანსაღება, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლოს დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანაა.
სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გადავდგით არაერთი ნაბიჯი და დღეს სასამართლო თანდათან იბრუნებს ქართული საზოგადოების დაკარგულ ნდობას.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსამართლეები არიან სრულიად თავისუფალი სახელისუფლებო ზეწოლისგან. დღეს საქართველოს ჰყავს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე _ ქალბატონი ნინო გვენეტაძე. მისასალმებელია, რომ ასეთ მაღალ პოსტს იკავებს ქალი. დღეს მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოსტია დემოკრატიული ქვეყნებისთვის. იმედი მაქვს, მისი თავმჯდომარეობით უზენაესი სასამართლოს მიმართ გაჩნდება საყოველთაო ნდობა და პატივისცემა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, _ თქვა დღეს, „ჰოლიდეი ინ“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.