ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა ხელი მოაწერეს იმ ოქმს, რომელზეც პროკურატურა ითხოვდა ხელმოწერას, თუმცა მიუთითეს, რომ მათ მტკიცებულებები არ გადასცემიათ.
როგორც ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, პროკურორებმა წარმოადგინეს ნუსხა, რომელსაც თან ახლდა მტკიცებულები.
"ჩვენ ოქმზე ხელი მოვაწერეთ და მივუთითეთ, რომ არ გადმოგვცემია მტკიცებულებები. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ამასთან, ჩვენ შევიტყვეთ, რომ გუშინ გვიან ღამით დაუნიშნავთ კიდევ ერთი საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ეს ყოველივე სცდება საზღვრებს, ამას ცინიზმიც აღარ ჰქვია. პროკურატურა ახლა არკვევეს ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა", – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისი თქმით, ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოეხდინათ მტკიცებულებების იდენტიფიცირება თუ რა აქვს გადაცემული დაცვის მხარეს და პროკურორმა ამის სანაცვლოდ წარმოადგინეს მხოლოდ მტკიცებულებების სია.
ამ დროისათვის საქალაქო სასამართლოში როგორც ადვოკატები, ასევე პროკურორები რჩებიან. პროკურორები ე.წ. კაბელების საქმის მასალებს სასამართლოს აბარებენ.