საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ 20 000 ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.
სემეკის ინფორმაციით, კერძოდ, 2 აპრილის საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეებსა და შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს", სს "თელასსა" და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" შორის არსებულ დავებზე.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხდება მათი უფლებების დარღვევა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 2420180, ასევე კომისიის Facebook გვერდის საშუალებით.