"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რისი მიზანიც კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნაა, რომელიც მიმართული იქნება წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე განმარტავს, კანონში შემოდის ახალი ცნება დამატებითი საპაიო შენატანი, რაც მეპაიეს დამატებითი შემოსავლის საშუალებას აძლევს, თუმცა გარკვეული ოდენობის ფარგლებში.
ცნობისთვის, დღემდე, პაი ერთადაერთი ცნებაა მოქმედ კანონმდებლობაში, ახალი ცნებით კი, მხოლოდ კოოპერატივის მეპაიეს ეძლევა უფლება, დამატებითი შენატანი განახორციელოს კოოპერატივში.
"მაგალითად, თუ კოოპერატივის მეპაიეს აქვს 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა და მინდა კოოპერატივის ფარგლებში ის დავამუშავო, ამის დამუსავებას კი ვთქვათ, 1000 ლარი ესაჭიროება, მაქვს ვალდებულება, რომ კოოპერატივში საპაიო შენატანის სახით 1000 ლარი შევიტანო, რადგან კოოპერატივის მეშვეობით მოხდეს ცემი კუთვნილი მიწის დამუშავება, რომ სხვა მეპაიეებთან ერთად ხარჯი შემიმცირდეს.
მაგრამ, ამავე დროს, მაქვს სურვილი, რომ დამატებით 5 ათასი ლარი შევიტან, მაგრამ მიწა მხოლოდ 1 ჰა მაქვს. ამ შემთხვევაში, კოოპერატივის მეპაიეს შეუძლია, კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტირემა მოახდინოს მეპაიემ და ეს თანდა დამატებითი შენატანის სახით შევიტანო კოოპერატივში. საიდანაც დამატებით დივიდენდს, მოგებას მივიღებ არაუმეტეს კოოპერატივის მთლიანი მოგების 30%-ისა. ეს კი, მეპაიესა და კოოპერატივს შორის ხელშეკრულებით უნდა იყოს დარეგულირებული.
ამასთანავე, მეპაიე მიიღებს თავისი 1 ჰა-დან შემოსავალს არა შეზღუდულად, არამედ სრულად", _ განმარტავს მიშელაძე.
ამავე თემაზე:
კოოპერატივების ეფექტური მუშაობისთვის კანონში ცვლილებები იგეგმება