ამის შესახებ ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა განაცხადა.
"გაერო-ს ფონდი სახალხო დამცველის ოფისს ბავშვთა უფლებების მონიტორინგის განხორციელების საქმეში და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება. ანგარიშში რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, მათ შორის არასაკმარისი ხელმისაწვდომობა სკოლამდელი განათლებისა ბავშვებისათვის – არიან ღარიბი ბავშვები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სკოლამდელ განათლებაზე და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე დგას ხარისხის პრობლემა – ხარისხი არ არის სათანადო. იმედია, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯეროვანი ყურადღება მიექცევა", – განაცხადა გრაუმანმა.