პარლამენტის დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალური ქსელით მოჭიდავეებს მიმართავს და მათ პატიებას სთხოვს.
"მინდა ყველას ვინც გამიგებს და ვინც ვერ გაიგებს, მაგრამ წაიკითხავს ამ გულიდან ნათქვამს და დაფიქრდება, ვუთხრა, რომ რაც მოხდა მოჭიდავეებში ახლო წარსულში ძალიან მტკივა და განცდა დამცირების არ გამნელებია, მაგრამ იქ გავიზარდე იქ ერთად გამოვიარეთ დაცემა ცხოვრებისეული და სასტიკი ტკივილი თუ გადმოუცემელი სიხარული, რაც გამარჯვებასთან ასოცირდება.
ეს ყველაფერი მათან ერთად მოვიპოვე ცხოვრებაში. ალბათ შევცდით რომ ეს დაგვავიწყდა, როცა ზედმეტმა ემოციამ ერთიმეორის მიმართ გაუცნობიერებელი ქმედებები გამოიწვია!
რამდენიმე თვე გავიდა და მინდა გულწრფელად გითხრათ ჩემს ძმებს – მინდორას, პოღოსას, კახნიას, მთელ ნაკრებს, მოჭიდავებს, ჩემთან გაზრდილო ძმებო, ძალიან მენატრებით ძმური სიყვარულით მახსენდებით და თუ ოდესმე იპოვით ძალას ერთმანეთის პატიებისა მე გელოდებით.
ადამიანები ვცდებით, მაგრამ გამოსწორების გზასაც ვპოულობთ, როცა წარსულის სიკეთეს ვიხსენებთ! მე ყველას დიდი ტკივილით ვაპატიე და ახლა თქვენ უდიდესი ძმური სიყვარულით გელოდებით, მეც მაპატიეთ …
ეს ჩემი ალალი განცდაა. სადაც არ უნდა ვიყო მუდამ მახსოვხართ და მთელი გულით გლოცავთ. ეს ძმებთან მართალი აღსაარება ! პატივისცემით ლუკა-ელდარი კურტანიძე."