დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები მარკოძეების ოჯახი ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია. ოჯახში, სადაც ორი სიმსივნით დაავადებული ადამიანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, არავინ მუშაობს;
ვინ განიხილება გურიის გუბერნატორის პოსტზე და როდის ელოდებიან პრემიერს გურიაში;
ტრადიციული რუბრიკა „პოლიტმეხსიერება“ 2004 წლის ვადამდელი არჩევნების შესახებ და დებატები: ერთმანეთის პირისპირ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირაკლი ახობაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ, რატომ დატოვა ახობაძემ „რესპუბლიკური პარტია“, რომელ დასკვნას არ იცნობს გამგებლის მოადგილე, რის საფუძველზე ჩაურიცხეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავანსად 444 000 ლარი, ვისი დამსახურებაა, რომ „მუნიციპალიტეტმა“ კერძო საკუთრება გაარემონტა და რომელ საკითხზე ურჩია გაჩუმება ჯინჭარაძემ ოპონენტს.