ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს 282 თანამშრომელზე, 2014 წელს, პრემიები ორჯერ გაიცა – ივნისსა და დეკემბერში. ჯამში პრემიების ოდენობამ 236 134 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2014 წლის ივნისში, მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს თანამშრომლებზე 131 890 ათასი ლარის პრემია, ამავე წლის დეკემბერში კი, 104 244 ათასი ლარი გაიცა.
თანამდებობის პირებმა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებელმაც, პრემია ორივე ჯერზე მიიღო. განსხვავებული ოდენობებით, თუმცა, ორჯერვე აქვთ პრემია მიღებული საკრებულოსა და გემგეობის თანამშრომლების ნაწილსაც.
უფრო კონკრეტულად კი, "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, რომლის ხელფასიც თვეში 2650 ლარია, ივნისში ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო, ამავე წლის დეკემბერში კი, მისი პრემია 2120 ლარი იყო. ჯამში, გამგებლის პრემიამ 4770 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტარიელ თუთარაშვილს პრემია 2014 წლის ივნისში აქვს მიღებული, სწორედ იმ თვეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდა.
გამგებლის წლიურმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, 36 570 ლარი შეადგინა, აქედან 31 800 ლარი მისი სახელფასო ანაზღაურება, 4 770 ლარი კი, პრემია იყო.
ივნისში 2650-ლარიანი პრემია აქვს მიღებული გამგებლის მოადგილე თამაზ ბეჟუაშვილსაც, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 1300 ლარია.
გამგებლის მეორე მოადგილემ ხვიჩა გუმბერიძემ – ივნისში 1300 ლარი, დეკემბერში კი, პრემიის სახით, 1040 ლარი აიღო.
ივნისში, 1350 ლარის ოდენობით პრემიები აიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მერაბ მასხარაშვილმა, მისმა მოადგილემ ოლეგ აბაშიძემ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა ჯუღელმა, ფრაქციის თავმჯდომარეებმა – კახა შავგულიძემ, მალხაზ ჩიტანავამ, გელა სხილაძემ, დავით ეჯიბაძემ, კობა გოჩალეიშვილმა, გოჩა დევიძემ და მალხაზ ჯანჯღავამ; ასევე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებმა – ზაზა შალამბერიძემ და ირაკლი ფერაძემ.
1300 ლარიანი პრემია მიიღო ქალაქის რწმუნებულმა გერონტი დევდარიანმა.
1000-ლარიანი პრემიები ერგოთ გამგეობის სამსახურის უფროსებს, ქალაქის რწმუნებულს, თემებისა და სოფლების რწმუნებულებს.
კერძოდ, პრემია 16 სოფლის რწმუნებულმა მიიღო, ჯამში კი, გაცემული პრემიის ოდენობამ 16 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება გამგეობის სამსახურის უფროსებს, 7 სამსახურის უფროსმა, 2014 წლის ივნისში, 1000-ლარიანი პრემია მიიღო, ამავე პირების საპრემიო თანხა კი, დეკემბერში 800 ლარი იყო: კერძოდ, პრემიები მიიღეს, საფინანსო სამსახურის უფროსმა ვიტალი ჩინჩალაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ერემია სალაძემ, სამხედრო სამსახურის უფროსმა ავთანდილ კიკნაველიძემ, სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე სუქნიძემ, განათლების სამსახურის უფროსმა ხათუნა ასათიანმა; სპორტის სამსახურის უფროსმა მაია კახნიაშვილმა, (ასათიანისა და კახნიაშვილის პრემიები დეკემბერში 648 – 648 ლარი იყო, ავტ.),
პრემიები ივნისში არ მიუღიათ რამდენიმე განყოფილების უფროსს, მათ შორის, მონიტორინგის განყოფილების უფროსს ზვიად თავხელიძეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ვახტანგ რობაქიძეს, განათლების სამსახურის უფროსს მაია ხვედელიძეს, ასევე გამგებლის მოადგილეს ვახტანგ ღამბაშიძეს.
თუმცა, ამავე წლის დეკემბერში, მათ პრემიის სახით 600-600 ლარი მიიღეს. გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ღამბაშიძემ კი, 780 ლარი.
დეკემბერში 1350-ლარიანი პრემიები აქვთ მიღებული საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს. კერძოდ, 10 პირზე (ბერაძე იგორი, გეწაძე კახა, კახნიაშვილი თორნიკე, მახათაძე რობერტი, ფერაძე დავითი, ფერაძე ნუგზარი, ცქიტიშვილი მანანა, ჭანკოტაძე ოლეგი, ჯუღელი რომანი, გამცემლიძე დავითი) 13500 ლარი გაიცა.
მცირე ოდენობით, თუმცა, 2014 წელს ორივე ჯერზე აქვთ მიღებული პრემიები გამგეობის დარაჯებს – ბიძინა გოჩალეიშვილსა და ვლადიმერ თუთბერიძეს, ასევე, გამგეობის დამლაგებელს, მაია ანანიაშვილს. მათი პრემიები ივნისში 180 ლარი, დეკემბერში კი, 144 ლარი იყო.
ცნობისთვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი 114 480 00- ლარია, რომელიც 167 თანამშრომელზე გაიცემა.
ყველაზე დაბალი ხელფასი გამგეობაში 200 ლარია, რომელსაც ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე იღებს, ყველაზე მაღალი ხელფასი კი, მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს – 2650 ლარი.
გამგებლის მოადგილეების ხელფასები კი, 1300 ლარით განისაზღვრება. გამგებელს სულ სამი მოადგილე ჰყავს.