საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომ პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის ერთჯერადი დახმარება ჯარისკაცის გარდაცვალების შემთხვევას გაუთანაბრდეს და 15 000 ლარიდან, 100 ათას ლარამდე დაიზარდოს.
ამის შესახებ კუბლაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს. კრიმინალმა შეიწირა კიდევ ერთი ღირსეული ქართველის სიცოცხლე. ამ ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს პოლიციის ინსტიტუტზე, მისადმი დამოკიდებულებაზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პოლიციის საქმიანობისადმი. როგორც არასოდეს პოლიციას დღეს სჭირდება თანადგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან. ამ თანადგომას რიგითი პოლიციელები უნდა გრძნობდნენ ყველა ინსტიტუტისგან, თითოეული მოქალაქისგან, იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ თავიანთი უგუნური პოლიტიკით ამ მიმართულებით არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ, ვგულისხმობ დამოკიდებულებას პოლიციელებისადმი ძალიან ბევრ წილად დააზიანა ეს ინსტიტუტი და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული მოქალაქის ჩართვა საჭიროა იმაში, რომ პოლიციელები თავს გრძნობდნენ მყარად კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის მათი უპირველესი მოვალეობა.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით რიგითი პოლიციელების, იმ ადამიანების გვერდით რომლებიც იბრძვიან კრიმინალის წინააღმდეგ და რომელთა მიზანია წესრიგი დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით რომ გასწორდეს ერთი ხარვეზი, რომელიც არის კანონმდებლობაში. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება ოჯახისთვის შეადგენს კანონის თანახმად 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს, მაშინ, როცა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეებისათვის ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება არის 100 000 ( ასი ათასი) ლარი.
ჩვენ გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორიც არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, მსგავს შემთხვევაში, გარდაცვალების შემთხვევაში. ბუნებრივია ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ პოლიციელს კრიმინალთან ბრძოლაში იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ასეთ შემთხვევაში სოციალური დაცვა მათი ოჯახისთვის იყოს მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ჩვენ შემოვივართ წინადადებით გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია სამხედრო პირებისთვის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეებისთვის არსებული გარანტიისთის და გავხადოთ 100 000 (ასი ათასი) ლარი. ეს არის ერთი ინიციატივა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის მხრიდან იქნება ხაზგასმული თანადგომა პოლიციელების მიმართ.
დღეს პოლიციელებს ეს სჭირდებათ. პარლამენტშიც გვერძე უნდა გადავდოთ თითოეულმა წევრმა ყოველგავრი პოლიტიკური განსხვავებები პოლიტიკურ მოსაზრებებში, რომელიც დარჩება აუცილებლად და ბევრი რამ გვაქვს საკამათო მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიციელებთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში, მაგრამ ამ საკითხში ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ერთიანი.
სამწუხაროდ ასეთი ქმედებებით ის სულისკვეთება, რომელიც პოლიციელებში იყო და რომელიც უნდა აღვადგინოთ არ იქნება საკმარისი მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმით ამის გაკეთება. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლონ სპეცრაზმელები, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, შეწყდეს ყოველგვარი ბრძოლა და სამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ.
ეს ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალებას, ისინი ებრძოდნენ კრიმინალს ისევე, როგორც ებრძოდა ბექა მარგიშვილი. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების მიმართ სამართლებლივი დევა არის ის რაც ყველაზე მეტად აზიანებს დღეს პოლიციას. თუ ხელისუფლებას უნდა გვერდში დაუდგეს პოლიციას და კრიმინალთან მებრძოლ თითოეულ თავის მოსამსახურეს“, _ აღნიშნულია განცხადებაში.