"ნამდვილად არ მოველოდით, რომ ადეკვატური იქნებოდით ამ მოლოდინმა გაამართლა, სრულიად არაადეკვატური იყავით", _ ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დარულების შემდეგ.
"თქვენი მიზანია, არა მოსახლეობას და ხალხს ესაუბროთ, არამედ, ერთ ადამიანს, 20/30-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით. არ შეიძლება ადამიანს არ გაახსენდეს, განსაკუთრებით ხანშიშესულებს, ცეკას და კომკავშირის პლენუმები, სადაც ხალხს უხსნიოდნენ როგორ კარგად ცხოვრობს საბჭოთა კავშირი და როგორ ლპება იმპერიალისტური სამყარო ოკეანის გადაღმა", _ განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს.
ღარიბაშვილმა უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოების ანგარიში წარუდგინა, ახლა კი, უმცირესობის კითხვებს უნდა უპასუხოს.
სხდომას მთავრობის წევრებიც ესწრებიან.