პორტუგალიაში, პოლიციელმა ფეხბურთის გულშემატკივარი სტადიონის მიმდებარედ ქუჩაში ბავშვების თვალწინ სცემა.
BBC-ის ცნობით, ინციდენტი გუიმარას სტადიონთან მაშინ მოხდა, რაც "ბენფიცამ" 31 წლის განმავლობაში პრემიერლიგა პირველად მოიგო.
გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების ნაწილი გუნდს სიხარულით შეხვდა, ნაწილმა კი ჩხუბი ატეხა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ დაერია გულშემატკივრებს, რაც მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს.
დაზარალებულის თქმით, მან ადრე დატოვა სტადიონი თავის შვილებთან ერთად, იმიტომ რომ ბავშვები თავს კარგად არ გრძნობდნენ. მას პოლიციელმა ჰკითხა თუ რატომ სტოვებდა სტადიონს ადრე, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარზე გამიძიება მიმდინარეობს.