შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციასთან" თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ. კ. 1982 წელს დაბადებული ი. ხ. და 1958 წელს დაბადებული გ. ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).