საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოზურგეთში ვიზიტის დროს გომისმთის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან თავისი გამოსვლის დროს განაცხადა: “გომისმთა უხვთოვლიანია და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის იდეალური რელიეფი აქვს. ჩვენი მიზანი ინვესტორების დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა გომისმთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით“.
“მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ გომისმთაზე, რადგან ამ კურორტის უნიკალური რესურსი დღესაც აუთვისებელია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე. აქ შეზავებულია ზღვისა და მთის ჰაერი, არის მინერალური წყლები. მისი განუმეორებელი ბუნება და ჭინჭაოს ტბა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
იმისათვის, რომ ეს ადგილები ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ, უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. წელს პირველად განხორციელდა გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
იმედია, ეს კურორტი, ურეკთან ერთად, იქნება ყველაზე საინტერესო ადგილი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის“, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთის კურორტი, რომელიც ზღვის ზონიდან 2250 მეტრზეა ახალი გამოწვევების წინაშეა.