ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა საკუთარი ხარჯებით მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე ვეტერანებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
„ეს ინიციატივა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებს გვეკუთვნის და მსგავს ღონისძიებებს ჩვენ რეგულარულად, ყოველ თვეში განვახორციელებთ და ვეცდებით რაღაც სახით მცირედი დახმარება მაინც გავუწიოთ ამ კატეგორიის ადამიანებს“, – ამბობს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი დარეჯან ბურჭულაძე.