სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე სააგენტოს ხელმძღვანელის შესახებ ბევრი რამ წერია _ სახელის და გვარის გარდა.
საიტზე ვკითხულობთ: საკონტაქტო ინფორმაცია _ ტელ:(+995 32) 99 11 41; დაბადების თარიღი _ 1981 წლის 10 დეკემბერი;
განათლება
2006 – 2008 – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველო,სახელმწიფო მმართველობა, საჯარო მმართველობა
მაგისტრი;
1999 – 2004 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო,სამართალმცოდნე, იურიდიული ფაკულტეტი
მაგისტრი;
სამუშაო გამოცდილება
2015 წლის მარტიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
2013 – 2014 – თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
2012 – 2013 – თბილისის ფილიალის მენეჯერის მოადგილე, სსიპ იუსტიციის სახლი;
2008 – 2012 – უფროსი (მთავარი თანაშემწე), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, უფროსის ადმინისტრაცია;
2007 – 2008 – უფროსის მოადგილე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, იურიდიული განყოფილება;
2007 – სექტორის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების, საკუთრების უფლების გადაცემისა და სარგებლობის უფლების რეგისტრაციის სექტორი;
2007 წელი – სამგორი-ნაძალადევის სექტორის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, რეგისტრაციის სამსახური;
2006 – 2007 – უფროსი (სახელმწიფო რეგისტრატორი), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, სამგორი-ნაძალადევის სექტორი;
2006 – კოორდინატორი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;
2005 – 2006 – კოორდინატორი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის აპარატი;
2004 – 2005 წელი – იურისტი (უფროსი სპეციალისტი), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახური;
ტრენინგები და სერტიფიკატები
2011 ნოემბერი – იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი; 2007 ივნისი – პარტნიორები და საქართველო, ტრენინგი ეფექტური მომსახურება; 2004 აგვისტო – იუსტიციის საბჭო, ადვოკატთა საკვალიფიკაციო სერთიფიკატი; 2004 აგვისტო – იუსტიციის საბჭო, პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
ენები
ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა
დაქორწინებული, 3 შვილი.
პ.ს. სააგენტოს თავმჯდომარე, რომლის სახელი და გვარი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში არ წერია ეკატერინე სისაურია.