ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
ივანიშვილების ოჯახმა ფიროსმანის ეს ტილო გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა.
_ გუშინ შევიძინეთ ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ლონდონის აუქციონზე და მალე დაუბრუნდება საქართველოში, _ ეს ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკა ხვედელიძემ გაავრცელა.
1907-1908 წლებში შექმნილი ნახატი რვაასი ათასიდან მილიონ ორასი ათას ფუნტამდე იყო შეფასებული.
1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი, ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.