საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთასვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, სამაშველო-საძიებო ღონისძიებაში ჩაერთვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის პირველი ქვე-განყოფილების სამთო მაშველები, რომელთაც აქტიურ დახმარებას უწევდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით, განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზიდან დამატებით გავიდა მაშველთა ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა შეძლეს ტურისტების მყინვარწვერიდან უვნებლად ჩამოიყვანა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.