საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო თავდაცვის სამინისტროს განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისა და საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
პრეტენზია ეხება 30 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში” (კურიერი 18 საათზე) გასულ ინფორმაციას ცენტრალურ აფრიკაში მყოფი ქართული მისიის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 მუხლები.
ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.