საქართველოს პრემიერ-მინისტრს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მთავრობის ნარკოპოლიტიკის გადახედვას წარმოადგენს, რის შედეგებსაც კარგი გააზრება სჭირდება.
„ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, თუმცა ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამის სავალალო შედეგები ჩვენ უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობას უფრო ბედნიერი და ძლიერი მომავალი, ვიფიქროთ მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და არა – მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე.
სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული და არ საუბრობს მთის საკითხებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, რაც ჩვენთვის უნდა იყოს ყველაზე მტკივნეული საკითხი და საუბრობენ, რომ მარიხუანა თავისუფლად მოწიონ ქუჩებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამ საკითხს გააზრება სჭირდება.